LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველად ვყვები ამ ყველაფერს… დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის მერე ერთად ვართ” – სტეფანე პირად ცხოვრებაზე

20991
BeFunky-collage (7)

მომღერალმა, “The Talk შოუს” წამყვანმა სტეფანე მღებრიშვილმა გადაცემაში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

როგორც სტეფანემ აღნიშნა, ის და მაია დარსმელიძე კვლავ ერთად არიან.

“ჩემს შემთხვევაში იყო ასეთი სიტუაცია, როდესაც მე და მაიამ ამოვწურეთ ერთმანეთი. უბრალოდ, “ვგრუზავდით” ერთმანეთს.

არანაირი ღალატი, არაფერი ყოფილა ჩვენ შორის. რაღაც პერიოდი გადავწყვიტეთ, რომ ცალცალკე ვყოფილიყავით. მერე ამან იმოქმედა ბავშვზე, 5 წლის იყო დაახლოებით, შეიძლება ცოტა მეტის.

მე ძალიან სენსიტიური ვარ და ყოველთვის მირჩევნია დროული პრევენცია, რომ არ მივიდე ჩიხამდე.

აი ამ ურთიერთობით, როცა „ამოვჭამეთ“ ერთმანეთი, მეც და მაიამაც გადავწყვიტეთ, რომ დავშლილიყავით, ასე ვთქვათ.

პირველად ვყვები ამ ყველაფერს. ზოგადად, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი…

მერე, რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ბავშვი ჩემზეც იყო მიჯაჭვული და ეს ყველაფერი დაუნგრევდა ფსიქიკას.

დიდი სახლი გვქონდა, გადავწყვიტეთ და ვცადეთ, რომ ერთ ჭერქვეშ გვეცხოვრა.

ფაქტია, გავიდა ძალიან ბევრი წელი და შევძელით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, როგორც მშობლებმა. ყველას აინტერესებს რას აკეთებენ, როგორ არიან, რანაირად არიან, უბრალოდ, არ ვსაუბრობთ ამაზე იმიტომ, რომ ხვალ არ ვიცით რა იქნება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის მერე ერთად ვართ და ძალიან კარგად ვცხოვრობთ”,-აღნიშნა სტეფანემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g