პირველადი ინფორმაციით, საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, -ამის შესახებ ცნობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – წერს საფრანგეთში საქართველოს საელჩო.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ტაძრის ცნობილი კოშკი ცეცხლმა გაანადგურა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ტაძრის ერთ–ერთი საკვანძო ნაწილი.
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას. გარშემო ტერიტორია ევაკუირებულია.