LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ამერიკელი კოსმონავტი ქალი მარიანის ღრმულს ესტუმრა

410
ketrinsalivan

68 წლის ასტრონავტი კეტრინ სალივანი, რომელიც პირველი ამერიკელი ქალია, ვინც კოსმოსში იმყოფებოდა, დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილს, მარიანის ღრმულს ესტუმრა. სალივანი პირველი ქალია, ვინც ოკეანეში ასე ღრმად ჩავიდა და ამავდროულად, კოსმოსშიც იმყოფებოდა. ორივე შედეგი სარეკორდო გახლავთ.

სალივანი, რომელიც ასტრონომთან ერთად ოკეანოგრაფიცაა, 11 კილომეტრის სიღრმეზე პილოტ ვიქტორ ვესკოვოსთან ერთად ადგილობრივი ფლორის უკეთ შესასწავლად და რუკების დასაზუსტებლად ჩავიდა.

მათ წყალში დაახლოებით საათნახევარი გაატარეს, ამოსვლას კი ოთხი საათი დასჭირდა. ამოსვლის დროს სალივანმა და ვესკოვომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს დაურეკეს და გაესაუბრნენ.

,,დღეს ჩემთვის, როგორც ოკეანოგრაფისა და ასტრონავტისათვის განსაკუთრებული დღე იყო. ასეთი დღე ალბათ ცხოვრებაში ერთხელ დგება” – განაცხადა დაბრუნების შემდეგ სალივანმა.

კეტრინ სალივანი ,,ნასას” 1978 წელს შეუერთდა პირველ ჯგუფთან ერთად, რომელშიც ქალებიც შედიოდნენ. 1984 წლის 11 ოქტომბერს ის პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g