LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი აპრილიდან მარიხუანას თრობის ქვეშ ავტომობილით გადაადგილება დაისჯება

353

2019 წლის პირველი აპრილიდან, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება.

ნორმის ამოქმედების ახალი თარიღი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, სადაც კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.

“კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. იქამდე მოხდება სრულად მომზადება, მოწესრიგდება, რათა მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოესწროს მოქალაქეთა ინფორმირებულობა,“ – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

ნახეთ ამავე თემაზე “ფორტუნას” სტატია: როგორ უნდა დადგინდეს როდის მოიხმარა მძღოლმა მარიხუანა? – ნარკოლოგები ამბობენ, რომ მარტივი ტესტები არ არსებობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g