როგორც ჩანს, მადონა და მისი 15 წლის ვაჟი როკო რიჩი საბოლოოდ შერიგდნენ. გუშინ პაპარაცებმა დედა-შვილი ერთად დააფიქსირეს, ხოლო საღამოს მადონა და როკო ერთად დაესწრნენ ფილმ Batman v Superman-ის ჩვენებას ნოთინგ-ჰილში. პაპარაცებმა დედა-შვილი კინოთეატრიდან გამოსვლისას გადაიღეს. ფილმის ჩვენების შემდეგ ჯერ როკო გამოვიდა მანქანასთან, რამდენიმე წამში კი იმავე მანქანაში მადონაც ჩაჯდა. როგორც ჩანს, როკომ ღამე ამჯერად დედის სახლში გაატარა.
15 წლის როკო სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი. მადონა კი სპორტულისა და კლასიკურის კომბინაციაში გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. პოპის დედოფალი იღიმოდა და კმაყოფილი ჩანდა შვილთან ნანატრი შერიგების შემდეგ.