გვინეთ პელთროუსა და ბრედ ფელჩაკის ქორწილი ამა წლის 29 სექტემბერს შედგა. ქორწილის ცერემონიალი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ჯვრისწერიდან არცერთი ფოტო არ გავრცელებულა. საფოლკის საგრაფოში გამართულ ქორწილში 70-მდე სტუმარი იმყოფებოდა.
ამ გასაიდუმლოებული ქორწილიდან ფოტოები დღეს მედიაში მოხვდა. 46 წლის გვინეთ პელთროუ ბრწყინავდა „ვალენტინოს“ საქორწილო კაბაში, რომელიც მაქმანებით იყო გაფორმებული. ფოტოებზე გვინეთი და ბრედ ფელჩაკი წამითაც არ შორდებიან ერთმანეთს და ისინი ყველა კადრში საოცრად შეყვარებულები და ბედნიერები ჩანან.