LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული,​ რამეთუ ეპიდსიტუაცია უარესდება: ამირან გამყრელიძე

107
1602759600-ამირან-გამყრელიძე-2

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, ამიტომ “პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული”.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ შეზღუდვების შემოღება არ მოხდეს, საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

“პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პოპულალურები