LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრები: რენე ზელვეგერი ლეგენდარული ჯუდი გარლანდის როლში

509

ინტერნეტში ფილმის „ჯუდი“პირველი  ოფიციალური ფოტო გავრცელდა. ფილმი ჰოლივუდის საკულტო მსახიობის, ჯუდი გარლანდის შესახებაა გადაღებული და მასში მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს. ფილმი მსახიობისა და მომღერლის ცხოვრების ბოლო წლების ისტორიას გვიყვება, როცა ის ლონდონში ფილმის „ოზის ჯადოქარი“ 30 წლის იუბილეზე ჩავიდა.

„ჯუდის“ რეჟისორი რუპერ გულდია, რენე ზელვეგერის გარდა კი ფილმში მაყურებელი ფინ უიტროკსაც იხილავს. ეს უკანასკნელი გარლანდის მეუღლეს განასახიერებს. საინტერესოა, რომ ფილმში ჯუდი გარლანდის ქალიშვილს, ლაიზა მინელის როლს ირლანდიელი მსახიობი, ჯემა-ლი დევერე შეასრულებს. ცნობილია ისიც, რომ კინოსურათში გაჟღერდება ლეგენდარული სიმღერა Somewhere Over The Rainbow, რომელსაც გარლანდი ასრულებდა.

რენე ზელვეგერისთვის ეს მიუზიკლზე მუშაობის მეორე შემთხვევაა, ფილმში „ჩიკაგო“ მან ასევე დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა.


 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g