ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები საკულტო სერიალის „ტვინ პიკსის“ გადასაღები მოედნიდან. გადაღებები ამჯერად მოჰავეს უდაბნოში მიმდინარეობს და კადრებში ჩანს მსახიობი კაილ მაკლაჰანი, რომელიც სპეციალური აგენტის, დეილ კუპერის როლს ასრულებს. ასევე ფოტოებზე ჩანს მსახიობი შერილ ლი, რომელიც გარდაცვლილი ლორა პალმერის როლს ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ „ტვინ პიკსის“ გაგრძელების შესახენ ინფორმაცია 2014 წლის ოქტომბერში გაჩნდა. დევიდ ლინჩმა თავად შეატყობინა ამის შესახებ სერიალის გულშემატკივრებს. ახალი „ტვინ პიკსი“ 18 ეპიზოდისგან იქნება წარმოდგენილი და მისი პრემიერა 2017 წელსაა დაგეგმილი.