ჯონი დეპი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლში მოგვევლინება. აივენ ლე ბესკოს ახალი ფილმის გადაღებები მალე დაიწყება. ფილმი ლუი XV-ის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქვეყანას 60 წელი მართავდა.
ფილმის სახელწოდებაა Jeanne du Barry. სიუჟეტი მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც უფრო მაღალ სოციალურ წრეებში ცდილობს მოხვედრას. ქალი ვერსალის სასახლეში დაიწყებს ცხოვრებას და მას მეფე შეუყვარდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯონი დეპის პირველი ფილმია ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესების შემდეგ.
მეფური დაბრუნება – ჯონი დეპი ლუდოვიკო XV-ის როლს შეასრულებს
გამარჯვების შემდეგ, „დიორმა“ ჯონი დეპს კონტრაქტი გაუგრძელა, ჰონორარი კოლოსალურია (fortuna.ge)