LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციები და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები იზრდება

175
money

2024 წლის პირველი მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების გაზრდა იგეგმება. მთავრობის ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, პირველი მაისიდან უნდა გაიზარდოს ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე ნამსახურები მოქალაქეების, ყოფილი მოსამართლეების, პროკურორების, პარლამენტის წევრების, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ყოფილი დიპლომატების, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეების, ყოფილი გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილისა და სახელმწიფო სამსახურში მყოფი სხვა პირების კომპენსაცია.

რაც შეეხება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ ზღვარს, დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტი იზრდება და 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად, 1200 ლარი იქნება.

კანონპროექტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

mazda magti 5g