LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მერცხალი: როგორ იქცა უბრალო სპორტული ამბავი ერის ისტორიული ცხოვრების ალეგორიად

1837

კადრები ნანა მჭედლიძის მხატვრული ფილმიდან „პირველი მერცხალი“ – 1975 წელი.

ფილმმა ტრიუმფით შემოიარა მსოფლიო. სურათი დაჯილდოვდა იმხანად ძალიან ავტორიტეტული თეირანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. “პირველ მერცხალს” დღემდე რთავენ დასავლეთში გამართული ქართული კინოს რეტროსპექტივების პროგრამაში. ფილმი უყვარს ყველა თაობის ქართველ მაყურებელს.

ნანა მჭედლიძის ფილმი, შესაძლოა, უკვალოდ გამქრალიყო ეროვნული კინოს ისტორიაში, რომ არა აკაკი ბაქრაძის რეცენზია, სახელწოდებით ”პირველი მერცხლის” ალეგორია”, რომლის გამოქვეყნების შემდეგ სურათი ხელახლა გამოვიდა ეკრანებზე, მერე კი ისეთი წარმატება ხვდა, რომ მსოფლიო ეკრანებზეც მოხვდა.

1988 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში გამართული პრემიერის შემდეგ, ფრანგმა კრიტიკოსმა მარილინ ფელუსმა აღნიშნა, რომ ”პირველი მერცხალი” უნიკალური შემთხვევაა კინოს ისტორიაში, როცა კინორეჟისორი ქალი თავისი გმირი მამაკაცებისგან – და იქნებ, საერთოდ, მამაკაცებისგან – პირდაპირ მოითხოვს რაინდულ კეთილშობილებას, მეტ ამბიციას და გამარჯვების რწმენას. ნანა მჭედლიძემ, ამ თვალსაზრისით, არა მარტო დაძლია ბრეჟნევის ეპოქის ქართული კინოკომედის კრიზისი, არამედ დაუპირისპირდა კიდეც იმ დროის ქართულ კინოს – ფილმებს პეპლებზე მონადირე გულუბრყვილო, ინფანტილურ მამაკაცებზე, რომლებმაც ქართველების, როგორც უქნარა ხალხის, სტერეოტიპი დაამკვიდრეს. რეჟისორმა ქალმა თავის ხალხს ალეგორია ”შესთავაზა”.

მაინც რა იყო ”პირველი მერცხლის” ალეგორია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მხოლოდ აკაკი ბაქრაძის რეცენზიის გამოქვეყნების შემდეგ გაიაზრა? ცხადია, არა მარტო ის, რასაც ბაქრაძე ამ პატარა რეცენზიის დასკვნით აბზაცში წერდა: ”ასე იქცევა, ერთი შეხედვით, უბრალო სპორტული ამბავი ერის ისტორიული ცხოვრების ტრაგიკულ ალეგორიად”.

 

 

 
ფოტოებზე აღბეჭდილია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ფეხბურთის კარუზოდ წოდებული ბორის პაიჭაძე, რომელიც მსახიობებს საფეხბურთო ნიუანსებში არკვევდა და კონსულტანტად მუშაობდა.

 

 

815_n

boria2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g