ლეგენდარული ტოპ-მოდელის, ნაომი კემპბელის ქალიშვილი უკვე 1 წლისაა, თუმცა ტაბლოიდებმა ჯერ არც მისი სახელი და არც მისი მამის ვინაობა იციან. ნაომი ქალიშვილის ფოტოებით „ინსტაგრამ“ გამომწერებს ხშირად არ ანებივრებს, თუმცა გასული უქმეები გამონაკლისი იყო.
როგორც ჩანს, გოგონამ სიარული ისწავლა, გახარებულმა დედამ ეს ფაქტი საზოგადოებას ემოციური სიტყვებით შეატყობინა. კემპბელი შვილთან ერთად პარკში სეირნობს.
„ჩემი სიყვარული, ჩემი გულისცემა, პირველი ნაბიჯები…“– წერს ნაომი.
ქალიშვილთან სეირნობისთვის მოდელმა შავი ორეული მოირგო, მის ქალიშვილს კი ვარდისფერი შარვალი და ჟაკეტი ამშვენებდა.