LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი საქორწინო საჩუქარი მივიღე“ – სულ მალე საქართველოში მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის ქორწილი გაიმართება

2374
მარიამ შარმანაშვილი

მალე ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ქორწილი გაიმართება.

როგორც ცნობილია, წყვილმა ქორწილი საქართველოში დაგეგმა, რომელსაც კარლოს დედა, სოფი ლორენიც დაესწრება.

მარიამი საქორწინო საჩუქრებს უკვე იღებს.

„პირველი საქორწინო საჩუქარი მივიღე, მადლობა, მიყვარხართ“, – წერს მარიამი და საჩუქრის ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი ქართველი რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში, 26 ივლისს გაიმართება.

ფოტო: „სოფი ლორენის შვილი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა…“ – რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

მარიამ შარმანაშვილი: „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვინდა საქართველოში ქორწილი, ის არის, რომ ამ გზით ჩვენს ქვეყანას გაიცნობს მისი უამრავი მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები