თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ისევ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკის ცენტრად, შემდეგ გადავკეთდით. დღეის მონაცემებით, მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია. ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კივიდთან ბრძოლაში”,-განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველო “რემდესივირს” 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს – ცერცვაძე