LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი სურვილია ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და ბედნიერი დღეგრძელობა..მეორე – ჩემი, ყველა სამართლით და კანონზომიერებით კუთვნილ ადგილზე – სცენაზე დაბრუნება“ – მაია დარსმელიძე იუბილარია

248
მაია დარსმელიძე

მაია დარსმელიძე იუბილარია.

ამის შესახებ მაია სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე და ავმოძრავდი, როგორც იქნა…

არც შრომა მეზარება, არც “მოზგაობა” მიჭირს, არც იდეების ნაკლებობას ვუჩივი და არც კრეატივს, მარაააა…რაღაც გარე ფაქტორების უცნაური ზემოქმედებით და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით რაღაცები ძააააალიან უცნაურად მეწელება… არ შეუძლია ამ ჩემ სულსწრაფ, თავმოყვარე და საქმის უკიდურესი პასუხისმგებლობით მკეთებელ “მე”-ს ეს მოლოდინის რეჟიმი და ამ დროს ვფუჭდები.

რატომ დავწერე ეხლა ეს.

რაღაც მომენტში რაღაც მთლად ისე ვერ აეწყო, რაღაც მიიწელა და ძალიან დავიგრუზე. რამდენიმე დღე ასე დაგრუზულმა თავი ვიჭამე…

დღეს დილით ისეთ განწყობაზე გავიღვიძე, რომ მუსიკა კი არა, საერთოად აღარაფერი აღარ მინდოდა…

მარა, როდესაც ნერვების მეათასე ომს ვიგებ, გულში მილიმეტრი უარყოფითიც არ მრჩება, აწეწილ ნერვებსაც კი ადვილად ვიკიდებ, ყველაფერს ვივიწყებ და სასურველი შედეგით მისაღწევ მიზანზე ვკონცენტრირდები.

ხოდა გამოვფხიზლდი, არ არის ჩემი ეს დრამაქუინობა და თავს შემოვულაწუნე…

გვერდში მიდგას ოჯახი, მეგობრები, მიდგანან არაჩვეულებრივი ადამიანები, დღევანდელობის ადეკვატური შეგრძნების მქონე საღად მოაზროვნე მუსიკოსები, ინსტრუმენტალისტები, საუკეთესო მიუზიქ ფროდაქშენიც და ყველაზე მაგარი ხმის ჩამწერი სტუდიაც.

მერე ფილმის კადრივით გამიელვა, რამდენიმე დღის წინ, სტუდიაში, “მაღლების” ჩაწერისას, მიკროფონს კვლავ სამი მეტრით დამაშორეს… ეგ იმას ნიშნავს, რომ ბგერის წნევაც, დიაპაზონიც, “მაღლებიც”, “დაბლებიც” –  ისევ ისეთია, რაც არაერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში კარგად იციან.

ხოდზეც ვარ და დუხზეც…

ბევრი რომ არ ვწერო, დღეს გავჩნდი მე და ჩემი დაბ.დღის პირველი სურვილია ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და ბედნიერი დღეგრძელობა;

მეორე – ჩემი, ყველა სამართლით და კანონზომიერებით კუთვნილ ადგილზე – სცენაზე დაბრუნებაა;

და მესამე – ალბათ რაც ყველას (ნუუ, ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს) გვინდა:

მალე ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს, რომ დეპრესიულმა ჭაობმა არ ჩაგვითრიოს და  ყველაფერს, რისი კეთებაც ვგიყვარს და ყველაზე მაგრად შეგვიძლია, აზრი ქონდეს,“ – წერს მაია დარსმელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g