LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია დარსმელიძე: “მართლა გგონიათ, რომ რუსეთში “მოღვაწე” ღრუზინი სთარების შეიძლება გვშურდეს მე, ან რომელიმე ჩემნაირს?”

826
BeFunky-collage (2)

უკვე მე-17 დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს, სამხედრო ობიექტებთან ერთად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს და არ ინდობს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ფონზე, რამდენიმე დღის წინ, კრემლის სცენაზე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები მოხვდნენ რუსული ესტრადის ცნობილი შემსრულებლების გვერდით. მათ შორის დიანა ღურწკაია და სოსო პავლიაშვილი.

„კრემლის სასახლე“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც სარვამარტო კონცერტზე სოსო პავლიაშვილი და დიანა ღურწკაია პუტინის მხარდამჭერ ვარსკვლავებთან ერთად მღერიან

ნატო დუმბაძე: „შეგნებულად არ ვწერდი, მინდა გაგიცრუოთ იმედები… ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!“

საკითხზე დღემდე არ წყდება გამოხმაურება სოციალურ ქსელში.

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებზე სტატუსს აქვეყნებს მაია დარსმელიძე.

“გულწრფელად მაინტერესებს, მართლა გგონიათ, რომ რუსეთში “მოღვაწე” ღრუზინი სთარების შეიძლება გვშურდეს მე, ან რომელიმე ჩემნაირს? აი, გაფიცებთ, რა მომენტში უნდა მშურდეს?))))) რუსულ ტრალი-ვალის რომ არ ვაკვნესებ, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ? არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: შე**ი ასეთ “მოღვაწეობას”.)))
ან, მართლა გგონიათ, რომ “მოკსოვს” რომ დავეძახე, მეც, ან რომელიმე ჩემნაირი მათნაირად მოვიქცეოდით და წელში შევუვარდებოდით დიდი ფულის სანაცვლოდ?))) დამიძახა მოსკოვმაც, მარა იცით ჯერ კიდევ როდიდან გავუშვი ნ**ი?))))) (ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვისაც ჩემი ამბავი გაინტერესებთ – კომენტარში ჩემ ერთ ძველ პოსტსაც დავდებ და გაეცანით, თუ აქამდე არ იცოდით.

გინება იქით იყოს და მეცოდებით გულწრფელად, რადგან თქვენს “შეგნებულ და სუპერბრძენ” ასაკამდე პატრიოტიზმზე ასეთი ყ**ი წარმოდგენით მოღოღდით…

ვინც ამას ამბობთ, თავად ხართ ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი, თავად ოცნებობდით ასეთ შემოთავაზებაზე და თავად შეგიძლიათ სამშობლოს “სარფიანად” გაყიდვა.

ამ პოსტსაც ვერ გაიგებთ, მარა მე აქ თქვენთვის არა – იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვისაც ზუსტად ესმის, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უანგარო სიყვარული”, – წერს მაია დარსმელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები