LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი თებერვლიდან, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლების გარდა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება: ჩხენკელი

133
FORTUNA.GE- (6)

“პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, აქ სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით ანუ საკლასო ოთახებში პირველი მარტიდან გაგრძელდება”. – განათლების მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს.

მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში, შეზღუდვების შემდგომი მოხსნა დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე:

“15 თებერვალს მოხდება ეპიდსიტუაციის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი ჩამოსულია 4%-მდე, შესაბამისად, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება.

ყველას გვინდა, რომ ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი წარიმართოს ბუნებრივ გარემოში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, სრწორედ ამ პრინციპეიბის გათვალისწინებით, არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები”. – განაცხადა მინისტრმა.

დადგენილია ტესტირების პროტოკოლები: თანამშრომლებს გარკვეული რაოდენობის და პერიოდულობის ტესტირება ჩაუტარდებათ

ყველა სავაჭრო ობიექტი ვალდებულია, აკონტროლოს მომხმარებელთა რიგები, ნაკადი და უზრუნველყოს დისტანციის დაცვა.

მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ მასწავლებლების ტესტირება სისტემატურად ჩატარდება, სასწავლო დაწესებულებებში კი სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული:

“იმ სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება რეგულარული იქნება. ყოველ ორ კვირაში მოხდება მათი სისტემატური ტესტირება.

სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა და გააგრძელებს, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი”. – თქვა ჩხენკელმა.

მან ასევე განმარტა, რომ საბავშვო ბაღებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, მოქმედი რეგულაციები პირველ მარტამდე შენარჩუნდება. 15 თებერვალს კი კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდსიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქებების პროდეცურას განიხილავენ.

 

საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა 1-ლი მარტიდან იგეგმება: მაია ცქიტიშვილი

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან