საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, საჯარო სკოლებში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.
რაც შეეხებათ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია 25 მარტიდან განხორციელდა.
საყოველთაო რეგისტრაცია, 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.
მეოთხე ეტაპი, ანუ გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით უშუალოდ სკოლაში განხორციელდება.