LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველმა ლედიმ ბავშვთა დღე მზიურში აღნიშნა (ფოტოები)

132

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თემოსთან ერთად დღეს  მზიურის პარკში  „მზის ფესტივალს“ დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

 „მზიური ეს ის ადგილია, სადაც ტრადიციულად ყოველთვის მოვდივარ და აქ ვიკრიბებით. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც იმართება წარმოდგენები, გამოფენა-გაყიდვები. დღევანდელ დღეს ყველა მხიარულია.

გილოცავთ ამ საოცარ დღეს, მინდა, რომ ყველა იყოთ მხიარულები, ბავშვივით გულწრფელები და ყოველთვის იყოს ბავშვის დღე,“-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუამ სხვადასხვა სოციალური საწარმოებისა და ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერა და პატარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ის დღეს საზოგადოების წინაშე საშა არუტინოვის თეთრი, სადღესასწაული კაბით წარსდგა.

დღესვე ქვეყნის პირველი ლედი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისს ეწვია, სადაც სტუმრად ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრები იმყოფებოდა.

მაკა ჩიჩუამ და გიორგი აბაშიშვილმა, სტუმრებთან ერთად დღევანდელი დღე ჰოსპისის ბინადრებს მიულოცეს და მათთან ერთად სიმბოლურ ღონისძიებაში – ვარდის დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის დასასრულს მაკა ჩიჩუამ ჰოსპისს საქველმოქმედო აუქციონზე შეძენილი ფერწერული ნამუშევარი უსახსოვრა, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის,,  თემატიკაზეა შექმნილი.

ჰოსპისის ხელმძღვანელებმა მაკა ჩიჩუასა და გიორგი აბაშიშვილს ჰოსპისის მეგობრის სიმბოლური სიგელები გადასცეს.

magti 5g