LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველმა მყვინთავმა რობოტმა ზღვის ფსკერი გაწმინდა

107
csm_Aufmacher_Marseille_Bild_1_D

ხმელთაშუა ზღვის პორტების უმრავლესობა ნაგვით არის სავსე – სათევზაო ბადეები, ველოსიპედები, ელექტროსკუტერები, ძველი საბურავები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნარჩენებისა, რომლებიც უდიერად იყრება პორტების აკვატორიაში. მხოლოდ დუბროვნიკის (ხორვატია) პორტის ტერიტორიიდან 1000-ზე მეტი ნივთი ამოიღეს, წერს tum.de.

ნაგავი რჩება არა მხოლოდ ოკეანის სიღრმეებში, არამედ პოლარული ზონების ყინულქვეშაც, ხოლო მიკროპლასტმასი შეიძლება დაგროვდეს ცხოველების, ფრინველების და თუნდაც ადამიანის ორგანიზმში. დიდი ხნის განმავლობაში ზღვის ფსკერის გაწმენდა შეუძლებელ ამოცანად მიიჩნეოდა. თუმცა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ პრობლემის გადაჭრა თითქმის შეძლეს.

მკვლევრებმა მსოფლიოში პირველად, წყალქვეშა ნარჩენების ავტონომიური გაწმენდის სისტემა შეიმუშავეს. ამ სამუშაოს შემსრულებელ რობოტს SEACLEAR („ზღვის გამწმენდი“) ჰქვია. ის წყალქვეშ მუშაობს და ნარჩენებს სპეციალური მექანიკური „მკლავებით“ აგროვებს. თავდაპირველად ტერიტორიას უპილოტო კატერი ასკანერებს, რომელიც ულტრაბგერითი სენსორების მეშვეობით ნაგავს ადვილად პოულობს.

მას შემდეგ, რაც კატერი ნაგავს აღმოაჩენს, იქ რობოტს აგზავნის.

SEACLEAR-მა უკვე გაწმინდა ზღვის ფსკერი მარსელის (საფრანგეთი) პორტის სიახლოვეს.
ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იყო რობოტისთვის საგნების გარჩევა – მას უნდა შეეძლოს განსაზღვრა, დევს თუ არა ფსკერზე პლასტმასის პარკი თუ ზღვის ვარსკვლავი. ამ მიზნით პროექტის მონაწილეებმა უკვე მონიშნეს შვიდი ათასზე მეტი სურათი, რათა სისტემას გაერკვია, რა ეკუთვნის ნაგავს და რა – არა. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტი აქტიურად იყო ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები