LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველს ნიკა გვარამიას დავიბარებდი“ – ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა

272
ვლადიმერ ბოჟაძე და ნიკა გვარამია

„საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის სამართლებრივი შეფასება – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვინც მოწვევას მიიღებს და დაბარებული იქნება კომისიის განხილვაზე, თუ არ ითანამშრომლებს, არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. რაც 12 წლის განმავლობაში ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ მომხდარა.

მოხდა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება – ვგულისხმობ იმ შედეგებს, რომელიც დადგა ყველა არჩევნებზე, მათ შორის 26 ოქტომბერს. ახლა მოხდება სამართლებრივი შეფასება – 6 თვე აქვს კომისიას იმისთვის, რომ ამ საკითხებზე იმუშაოს.

ის, ვინც მიიღებს მოწვევას და დაბარებული იქნება კომისიის განხილვაზე, თუ არ ითანამშრომლებს არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები – 349, 350-ე, 351-ე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ევროპული პრაქტიკა, მაგალითად, პოლონეთში. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან”, – განაცხადა ბოჟაძემ.

მამუკა მდინარაძე: „ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები“

კითხვაზე, ვინ წარმოუდგენია მას პირველ რესპონდენტად საგამოძიებო კომისიაში, ბოჟაძემ უპასუხა, რომ დაიბარებდა „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას.

„მე მაგალითად, დავიბარებდი გვარამიას და მოვისმენდი, რა დავაშავეთ 7 ნოემბერს, რატომ დაგვარბია სამჯერ, რატომ აიღეს შტურმით “იმედი”. მანამდე, რატომ აიღო და დაარბია ტელეკომპანია “იბერია”. ასევე ვკითხავდი, რატომ გააკოტრა “რუსთავი 2”, ახლა რას ერჩის “მთავარს” და ა.შ”. – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g