კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მას შემდეგ პიტი არაერთ ცნობილ გოგოსთან რომანში ამხილეს.
როგორც ჩანს, პიტმა კიმის ბოლომდე დავიწყება გადაწყვიტა. დასავლური მედიის ცნობით, მან სხეულიდან კიმთან დაკავშირებული ყველა ტატუ მოიშორა.
პიტს რამდენიმე ტატუ ჰქონდა, მათ შორისა, „My girl is a laywer“ (ჩემი გოგო იურისტია), „KNSCP“, „ალადინი“ და „ჟასმინი“, რაც კიმისა და პიტის საერთო სცენას უკავშირდება. სულ ცოტა ხნის წინ პიტი სანაპიროზე გადაიღეს, მისი სხეულიდან ოთხივე ტატუ გაქრა.
„ის უმწიფარია“ – კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი 9 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ