უამრავ ოჯახში ბავშვი და შინაური ცხოველი ერთად იზრდება. პედიატრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სავსებით მისაღებია და დადებითად მოქმედებს როგორც ბავშვის ფსიქიკაზე, ასევე – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
თუმცა, აღნიშნული თემა ხშირად გამხდარა პოლემიკის საგანი. მაგალითად – სოციალური ქსელების მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ძალიან საშიშია, ბავშვი ანდო პიტბულს, რადგან ძაღლის ეს ჯიში ხშირად გამოირჩევა აგრესიით.
თქვენ მისცემდით ძაღლს საშუალებას, ბავშვს ასე ჩახუტებოდა?