60 წლის ტომ კრუზი რამდენიმე დღის წინ „ოსკარის“ ნომინანტებისთვის გამართულ საზეიმო სადილს დაესწრო. საზოგადოების წინაშე „საუკეთესო მსროლელის“ ვარსკვლავი თეთრ პერანგსა და ლურჯ კოსტიუმში გამოჩნდა, მას სახეზე რუჯი ჰქონდა და წამოზრდილი თმა საოცრად უხდებოდა. გამჭრიახ თვალს არ გამოეპარებოდა კრუზის სახის ცვლილება, ის თითქოს გაახალგაზრდავდა.
„პლასტიკური ოპერაცია, ინექციები თუ ჯადოქრობა?“, „ეს ჯადოქრობაა, კრუზმა ასაკი 20 წლით მოიკლო“,„როგორ ახერხებს ყოველივე ამას?“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, გასულ წელს კრუზი საზოგადოების წინაშე უჩვეულო ფორმაში გამოჩნდა. მან ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა და ფილერი გაიკეთა, რის შედეგადაც მსახიობს სახე ზედმეტად არაბუნებრივად ,,გადატკეცილი” ჰქონდა.
ფოტო: საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ მსახიობმა ფილერზე უარი თქვა – გაიცანით 59 წლის ტომ კრუზი
ვიდეო: „უშიშარი და უბერებელი“ – 60 წლის ტომ კრუზი ჰაერში ვარდნისას მადლობას გვიხდის