LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pobeda Airlines როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს

about-company1

დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყება განიხილება. ამ საჰაერო ხაზზე ოპერირებას რუსული ავიაკომპანია Pobeda Airlines გეგმავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, Pobeda Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენას 6 ივნისიდან შეუდგება. დონის როსტოვიდან ბათუმისკენ ავიარეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები