LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პობედა“ მგზავრთა სავარძლების ჯიბეებს გააუქმებს

40

„პობედა“ მგზავრთა სავარძლების ჯიბეებს გააუქმებს. როგორც რუსული ავიაკომპანიის დირექტორმა განაცხადა, მათ ასეთი გადაწყვეტილება სალონის დალაგების პროცესის ასაჩქარებლად მიიღეს.

საქმე ისაა, რომ მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი და ერთ-ერთ ლაინერში სავარძლების ჯიბეები ამოკერეს, შედეგად სალონის მოწესრიგებას ბევრად ნაკლები დრო დასჭირდა. ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად კი დაბალბიუჯეტიან კომპანიას უფრო მეტი რეისის შესრულება მოუწევს, შესაბამისად, დროის ეკონომია აუცილებელია. ხოლო ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც ტრადიციულად ჯიბეებშია ხოლმე მოთავსებული მგზავრებს პირადად დაურიგდებათ, რაც გამოცემებს ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები