LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდიუმი ყვავილებით და დიზაინერის პროტესტი ქუჩის დინამიკას (ფოტოები)

174

Moncler Gamme Rouge -ის 2016 წლის მოდური კოლექციის ჩვენებისას, რომელიც პარიზში გაიმართა, კოლექციაზე მეტად ყურადღებას იქცევდა პოდიუმი, რომელიც ჯამბატისტა ვალიმ საკუთარი მოდელების საჩვენებლად შეარჩია. ამ ჩვენებით დიზაინერმა პროტესტი გამოხატა ქუჩის სტილის მიმართ და აქცენტი სიმშვიდესა და ჰარმონიაზე გააკეთა. ესაა ყვავილებით სავსე ადგილი, სადაც ადამიანებს არსად არ ეჩქარებათ. ეს ჩვენება უფრო პიკნიკზე გასეირნებას გავდა და მისთვის სპეციალური პოდიუმი შეარჩიეს.

Moncler Gamme Rouge-ის ყველა მოდელი ზიზილასა და შროშანის პრინტით იყო წარმოდგენილი. სწროედ ეს ყვავილები გახდა შთაგონება დიზაინერისთვის ახალი კოლექციის შესაქმნელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები