უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან დღეს, მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე გააკეთა და თქვა, რომ უკრაინა რუსეთის საზღვრებთან, მათ შორის, ყირიმთან შეტევის განხორციელებას გეგმავდა და ამაში ხელს NATO-ს ქვეყნები უწყობენ.
როგორც პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, NATO-ს ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას არ აპირებდნენ.
მისივე თქმით, უკრაინა ყირიმზე თავდასხმას არ გეგმავდა.
„მოდი, ისევ ვთქვათ. NATO-ს ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას არ აპირებდნენ. უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები კვდებიან, არა თავიანთი ქვეყნის დასაცავად, არამედ სხვა ქვეყნის ოკუპირების მცდელობისთვის.
რუსეთის ავადმყოფური იმპერიული ამბიციების გარდა, ამ ომისთვის სხვა რაციონალური მიზეზები არ არსებობს.“ – წერს Twitter-ზე მიხილო პოდოლიაკი.
Проговорімо ще раз. Країни НАТО не збиралися нападати на Росію. Україна не планувала атакувати Крим. Російські військові гинуть, не захищаючи свою країну, а намагаючись окупувати іншу. У цієї війни не було жодних раціональних причин окрім хворобливих імперських амбіцій Рф.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 9, 2022
