LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას ფასების ზრდის შიშით, მიიღებს ორივეს

107
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოა.

ამის შესახებ მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს და აღნიშნავს, რომ ვინც ფასების ზრდის შიშით ომზე თვალის დახუჭვას აირჩევს, ორივეს მიიღებს:

“წამყვანი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხანგრძლივმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში.

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის სისხლისგან დაცლა ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც ფასების ზრდის შიშით ომზე თვალის დახუჭვას აირჩევს, მიიღებს ორივეს”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g