LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

116
2024-12-03_02-03-33_626240

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად რატიანის ადვოკატი, ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიჰყავთ საპატიმროში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – წერს ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g