LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ მაკარტნი, კრის მარტინი და ნოელ გალაჰერი მიკ ჯაგერის წვეულებაზე (ფოტო)

pol

ლონდონში მუსიკის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ამის მიზეზი კი, ლეგენდარული მიკ ჯაგერის მიერ მოწყობილი წვეულება გახდა, რომელსაც ძველი და ახალი თაობის მეგავარსკვლავები სტუმრობდნენ. პირველი პაპარაცების ობიექტივში პოლ მაკარტნი მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსის ლივერპულში მდებარე სახლი ცოტა ხნის წინ გაძარცვეს, ის ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა. 76 წლის მომღერალი საკუთარი ქალიშვილის, დიზაინერ სტელა მაკარტნის ქურთუკში იყო გამოწყობილი.

წვეულებაზე ასევე გამოჩნდა Coldplay-ის ვოკალისტი კრის მარტინი, რომელიც ამჯერად მარტო იმყოფებოდა. ნაქსოვ ქუდში გამოწყობილმა მუსიკოსმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ წვეულებას მეუღლესთან ერთად სტუმრობდა ბრიტანული ჯგუფის, Oasis-ის ყოფილი წევრი, ნოელ გალაჰერი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ Rolling Stones-ის მუსიკოსი რონი ვუდი და მიკ ჯაგერის შვილები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g