LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Polestar–მა გაყიდული ელექტრომობილები უკან გამოიწვია – მიზეზი მფლობელთა საჩივრებია

57
polestarnews2010

Volvo–ს შვილობილმა ბრენდმა Polestar–მა ოფიციალური განცხადება გააკეთა: 2020 წლის მარტიდან გაყიდული ყველა ელექტრომობილი დახარვეზდა. აღმოჩნდა, რომ დილერებმა ამ დროის განამვლობაში 2200 ეგზემპლარის რეალიზება მოასწრეს და ბრენდმა ყველა მოდელი უკან გამოიწვია. სარემონტო კამპანია მფლობელთა საჩივრებს უკავშირდება, აღმოჩნდა რომ ავტომობილს ხარვეზები ყიდვისთანავე აღმოაჩნდა.

Polestar 2–ის სისტემის არევის შესახებ ინფორმაცია წინა კვირიდან ვრცელდება. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ჩიოდნენ, რომ ავტომობილის შეძენიდან მალევე გაუმართაობის სიგნალი ირთვებოდა, რის შემდეგაც მათ გაჩერება და ევაკუატორის გამოძახება უწევდათ.

შვედური გამოცემის Dagens Industri–ს ინფორმაციით, პროგრამული ხარვეზის მიზეზი ელექტროქარში კვების წყაროს გათიშვა ხდება. რა დროსაც სისტემის გადატვირთვა თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, მოდელს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც ერღვევა, მაგალითად საჭისა თუ მუხრუჭის მუშაობა.

ავტომწარმოებელს ყველა მოდელის შეკეთება მოუწევს, თუმცა თუ როგორ მოაგვარებს ის ასეთ სერიოზულ პრობლემას ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g