პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი – ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე კაცი მოკლეს
„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.