პოლიციამ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მდე წევრი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები დაკავებულებს ბრალს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ.
შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ.