ავარიის შედეგად დაზიანებული Chevrolet–ის მძღოლმა დამტვრეული ფარები ჯიბის ფარნებით ჩაანაცვლა. მათ დასამონტაჟებლად კი ჩვეულებრივი წებოვანი ლენტი გამოიყენა.
შემთხვევა აშშ–ში, ვაშინგტონის შტატის ტერიტორიაზე მოხდა. ღამის 2 საათზე მაგისტრალზე მოძრავმა პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია ავტომობილი, რომელიც საეჭვოდ მკრთალი განათებით გადაადგილდებოდა. პატრული მანქანას დაეწია, გააჩერა და აღმოაჩინა, რომ სედანის წინა მხარე ძალიან დაზიანებული იყო და ფარების ნაცვლად განათების როლს ჯიბის ფარანი ასრულებდა, რომელიც ფარის ადგილას წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული.
შემოწმების შემდეგ ისიც გაირკვა, რომ მძღოლს მართვის მოწმობა ჩამორთმეული ქონდა, ამიტომ პოლიციელებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს.