LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც გლდანში დის საქმრო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

124
Capture999999

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც გლდანში დის საქმრო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში მამაკაცმა დის საქმრო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

მათივე ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელ;ებულ ინფორმაციაში.