LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა: შსს

57
შსს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„პარტია „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები