LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ სადგურის მოედანზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

171
მკვლელობა სადგურის მოედანზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – თვითმხილველების თქმით, მას უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g