პოლიციამ სექსუალური ძალადობის საქმეზე, ჟერარ დეპარდიე დააკავა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
მსახიობი სექსუალური შევიწროების საქმეზე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ათობით ქალი სდებს ბრალს. მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმზე „დისკო“ მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი, შარლოტ არნო.
ცნობისთვის, 2022 წელს მსახიობმა საფრანგეთის სასამართლოს, გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა სასამართლომ დეპარდიეს განაცხადი არ დააკმაყოფილა.
ჯერარ დეპარდიეს ქალიშვილმა ხუთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ მამას არ დამსგავსებოდა
ჟერარ დეპარდიეს სასამართლომ გაუპატიურების საქმის გამოძიების შეწყვეტაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა