LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ შუა ქუჩაში მოჩხუბარი ორი თხა დააპატიმრა

122
NYPICHPDPICT000010583738

პოლიციამ ქუჩაში მოჩხუბარი თხები დააკავა. უცნაური შემთხვევა აშშ-ში, ფლორიდაში მოხდა. New York Post-ის ინფორმაციით, სამართალდამცავები კონფლიქტის შემსწრე ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოიძახა.

პოლიცია უჩვეულო ზარს ძალიან სერიოზულად მიუდგა და შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. ამ დროს თხები შუა ქუჩაში იდგნენ და ერთმანეთს რქებით ეჯიბრებოდნენ.

შერიფის ოფისმა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა: „ორივე მოჩხუბარი ძალიან ჯიუტი იყო და ოფიცრებს მათი გაშველება ცოტა გაუჭირდათ. დაკავებულები ციხეში არიან გადაყვანილი“.

თხებს პატიმრობაში მხოლოდ ერთი დღის გატარება მოუწიათ, მეორე დღეს პოლიციამ მათ პატრონს მიაკვლია და ცხოველები სახლში დაბრუნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები