LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციას მიმართავ და “ციხისთვის როგორ იმეტებ!”, არ მიმართავ და “თუ ძალადობდა რატო არ დარეკე?” – სალომე ბარკერი ქალებზე ძალადობაზე საზოგადოების შეფასებების შესახებ წერს

825
salomebarkeri
ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ქალებზე ძალადობაზე  საზოგადოების დამოკიდებულებისა თუ შეფასებების შესახებ პოსტს აქვეყნებს. მის შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, პათოსი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მაინც მსხვერპლ ქალს ამტყუნებს საზოგადოება.
“ამოიღებ ხმას დაა
“აქამდე სად იყავი”
არ ამოიღებ ხმას და
“დებილი ხარ და მეტის ღირსი ხარ”
წამოხვალ ოჯახიდან დაა
“ოჯახს როგორ ანგრევ”
არ წამოხვალ დაა
“მანდ რა გაჩერებს, ეტყობა მოგწონს”
გცემენ დაა
“ალბათ გამოიწვიე და ღირსი იყავი”
არ გცემენ და
“ერთი კაი ცემის ღირსი კი ხარ”
გადაიღებ რომ გცემენ და
“რატო იღებ შენ თუ კაი ქალი ხარ”
არ გადაიღებ დაა
“ალბათ აბრალებ”
ღარიბი ქმარი გცემს და
“რა ქნას ალბათ უჭირს კაცს”
მდიდარი ქმარი გცემს და
“კაცმა აღარც გცემოს??”
ბავშვი ძალადობაში იზრდება და
“საწყალი ბავშვი!”
ბავშვს ძალადობას გამოარიდებ და
“საწყალი ბავშვი!”
პოლიციას მიმართავ და
“ციხისთვის როგორ იმეტებ!”
არ მიმართავ პოლიციას და
“თუ ძალადობდა რატო არ დარეკე??”
მოყვები ყველაფერს და
“ოჯახში რა ხდებოდა ასე ვერ გავიგებთ..”
ჩაიგუბებ პირში წყალს და
“მაგას თურმე იმნაირი ამნაირი იმფერი ამფერი იგი და აგი”, – წერს ბარკერი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g