LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო, რათა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და სტუმრების ფუნდამენტური უფლებები: აკაკი მინაშვილი

59
აკაკი მინაშვილი 1

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, „პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო, რათა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და სტუმრების ფუნდამენტური უფლებები“.

მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პოზიცია, რადგან ეს მათი ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებაა“.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 23 პირიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

„რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, მაგალითად, წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ქვების სროლა დაეწყოთ „ქართული ოცნების“ ოფისთან დაახლოებით 100 ადამიანს. ისინი ამ ადამიანებს ამის საშუალებას მისცემდნენ? არ მისცემდნენ. ვფიქრობ, გარკვეული ღონისძიება იყო გატარებული, მაგრამ არასაკმარისი პოლიციის მხრიდან. უფრო ეფექტიანი ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ პრაიდის წარმომადგენლები და იქ მისული სტუმრების ფუნდამენტური უფლებები. როცა ქვებს ისვრიან და პირდაპირი ძალადობაა, პოლიციას ჰქონდა საშუალება, მეტად ეფექტური ზომები გამოეყენებინა და დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. ამ ადამიანების უფლების დაცვა არის ყველა ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g