„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 23 პირიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაცია ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, 3 პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი., რომელთა სასამართლო სხდომაც უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.