LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიციელი მაკავებდა, იმიტომ რომ მას ვკითხე, თუ რატომ მიღებდა ფოტოებს ჩუმად” – დაპირისპირება აქციაზე

444
ინციდენტი

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს ამ წუთებში თბილისის გარდა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აპროტესტებენ. ერთ-ერთ აქციაზე, რომლის მონაწილეები ილიას უნივერსიტეტიდან  რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მიდიოდნენ, ინციდენტი მოხდა. 

დაპირისპირება სამართალდამცველების მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების მცდელობამ გამოიწვია.

ლუკა სირაძის საკითხი პარლამენტში - შეხვედრები კომიტეტებში და შეფასებები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ბავშვთა კოდექსზე მუშაობა 3 წლის წინ დაუწყია და მომავალ წელს მიიღებდნენ.

“პოლიციელი მაკავებდა, იმიტომ რომ მას ვკითხე, თუ რატომ მიღებდა ფოტოებს ჩუმად.  მანახე ფოტოები-მეთქი, უარი მითხრა და განმიცხადა,  რომ არ არის ვალდებული, რამე მაჩვენოს. მერე მითხრა, რომ კანონს ვარღვევდი, რადგან ბიძინა ივანიშვილს ვაგინე, როგორც ამ მკვლელი სისტემის შემქმნელს,” – აამბობს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

სტუდენტები და აქტივისტები აპირებენ, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გლოვის ნიშნად შავი ლენტები გააბან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები