LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა – გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული შშმ პირია

187
1

სამართალდამცველი მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი კადრები თვითმხილველმა გადაიღო, მოგვიანებით კი ვიდეოკადრები “ტვ პირველმა” გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი პირს. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობების პირია.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო:

“2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარულები