LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად, პროტესტის სურვილიც არ მქონდა უხერხულობისგან: ვახტანგ მეგრელიშვილი

83
ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აღდგომის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზე „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ მან თავი უხერხულად იგრძნო, როდესაც პოლიციამ წაიღო მისი კვერცხი საფლავზე გადასაგორებლად.  მისივე განმარტებით, ის რაც ხდება, „საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ, როგორც მთავრობამ ისე ხალხმა მორჩლებით და უცოდინრობით“.

„ჩვენი დასვენების დღეები წლებია გრძელდება, ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც გვაქვს. თუ მართლა სერიოზულად არ გადავწყვიტეთ რაღაც გავაკეთოთ, მიმართულება შევცვალოთ, ჩვენ ხომ ეკონომიკას ვეღარ ავამუშავებთ? საბოლოო ჯამში, ოდესმე შეიძლება კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა. ეს ხომ საზარელი ტრაგედია იქნება, იმ ადამაინებისთვის ვინც ეს გააკეთა, შემდეგ იმ ცხვრებისთვის, რომლებიც ამ სიგიჟეს ერთი წელი თავს უქნევდნენ. ხომ შეგვრცხვება?

ქუჩის მორეცხვა ამ სიტუაციაში, სადაც ვართ, ის სასაფალოების შეზღუდვები… სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად. უხერხულად ვგრძნობდი, არც პროტესტის სურვილი მქონდა, არაფრის სურვილი არ მქონდა. მანქანიდან გადმოსვლის შემრცხვა. საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ, როგორც მთავრობამ ისევე ხალხმა მორჩლებით და უცოდინრობით“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები