LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Politico: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

57
BeFunky-collage (4)

აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს. ამის შესახებ გამოცემა „Politico“, თეთრ სახლსა და თავდაცვის დეპარტამენტში არსებულ, ექვს ანონიმურ წყაროზე, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას მონაცემებში არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. თუმცა, პენტაგონმა შემოდგომით აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს.

Politico-ს ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთმა ქიმიური იარაღით შეტევისთვის შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რომელთა იოლად დამალვაა შესაძლებელი და ეს დასავლეთს გაუძნელებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამოცემას კომენტარზე უარი უთხრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g