LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტიკაში მოსვლამდე ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო უნდა იყოს” – ადა მარშანია

142
3116358643

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო უნდა იყოს.

ამ განცხადებით მარშანია დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მანიაკალური ქცევები აქვს და ფსიქოლოგიური ტესტი უნდა ჩააბაროს.

„ყველა იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში მიდის და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვიტა, უნდა გაიაროს აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი. პოლიტიკოსების ხელშია ნაწილობრივ მაინც ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბედი. პარლამენტის თავმჯდომარეს მართვის უცნაური მანერა აქვს, მე როგორც ვხედავ. სამწუხაროდ და საუბედუროდ ბოლომდე არ აქვს გააზრებული იმ თანამდებობის მნიშვნელობა და ქცევის მანერა, რომელიც შეესაბამება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

წყარო: imedinews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები