როგორია შვილის თვალით დანახული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რატომ მიიჩნევს, რომ შეცდომა იქნება, თუ თავად პოლიტიკაში წავა, როგორ ცხოვრობს და რას ფიქრობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე – ამ ყველაფრის შესახებ ედუარდ სააკაშვილი რადიო თავისუფლებისა და გოგი გვახარიას ახალ გადაცემაში “შვილი” საუბრობს.
ედუარდ სააკაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა ყველაზე ნაკლებად აქვს:
“პოლიტიკაში მოსვლის სურვილ ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს. რატომ არ მინდა? მე მგონია, პირველ რიგში, უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, თუნდაც პიროვნული ასპექტი.
ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ როდესმე ეს მართლა გავაკეთე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც იყოს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე სანდრას პოლიტიკაში ჩართვის ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა.” – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
ინტერვიუ ნიდერლანდებშია ჩაწერილი, ქალაქ უტრეხტში.